
შპს ლილო მოლი
გია კვარაცხელია - გენერალური დირექტორი
ჩვენი ორგანიზაცია შპს „ ლილო მოლი “ დაარსდა 1991 წელს და არის ამიერკავკასიის რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი 6000-მდე სავაჭრო ობიექტით. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი მსხვილი და დღემდე წარმატებული კომპანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. შპს ABG CONSULTING-თან ჩვენ ვთანამშრომლობთ 2009 წლიდან. ბოლო წლებში „ლილო მოლი“-ს განვითარება, ახალი საინტერესო პროექტების წამოწყება, სწორედ ამ კომპანიის თანადგომით გახდა შესაძლებელი და მათთან ურთიერთობის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ფონზე დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ABG CONSULTING არის ძალიან მოქნილი, სერიოზული პოტენციალის მქონე კომპანია, რომელზე დაყრდნობითაც ნებისმიერ კლიენტს საშუალება ეძლევა
წარმატებულად აწარმოოს თავისი ბიზნესი. ის არის საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური კომპანია საქართველოში.