კომპანიების დიდი ნაწილი იხდის ზედმეტ გადასახადებს მხოლოდ იმის გამო, რომ არ გააჩნია სწორი ინფორმაცია ან პროფესიონალური რჩევა
შესაძლებელია თუ არა, რომ ზედმეტ გადასახადებს იხდიდეთ?
იღებთ თუ არა პერმანენტულად ინფორმაციას საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ?
და ბოლოს, აწარმოებთ თუ არა ბუღალტრულ აღრიცხვას სწორად?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია იხდიდეთ ზედმეტ გადასახადებს, თუ არ გაქვთ ინფორმაცია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათების შესახებ. ასევე შესაძლებელია ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია სწორად არ იყოს შედგენილი.
ეს ის საკითხებია, რის გამოც მრავალი მეწარმე არასწორად იხდის გადასახადებს და როგორც წესი, ზედმეტს. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი გაგიწევთ კონსულტაციებს საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური აღრიცხვის საკითხებში. სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია შემოგთავაზოთ სრული საბუღალტრო მომსახურება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება.