გსურთ გახდეთ პროფესიონალი ბუღალტერი?!
თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის ცოდნას ბუღალტერიის სფეროში, რაც საშუალებას
მოგცემთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი კომპანიის ბუღალტრული
მომსახურება და გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი. გთავაზობთ სასწავლო კურსს
2 ეტაპად:
1 ეტაპი:
ბუღალტერ–ოპერატორი
კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან ბუღალტრული აღრიცხვის
პრინციპებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გაეცნობიან
აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო ნორმებს და სიახლეებს. აგრეთვე
შეისწავლიან საბუღალტრო პროგრამა ორისს.
კურსის შედეგად მსმენელები გამოიმუშავებენ ბუღალტერიის წარმოების
უნარებს, პირველადი დოკუმენტაციის შექმნას და დამუშავებას, პირველად
დოკუმენტაციის მიხედვის სამეურნეო ოპერაციების ასახვას საბუღალტრო
პროგრამა ორისში. კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა
ექნება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ბუღალტრის თანაშემწის
თანამდებობაზე.
2 ეტაპი:
მთავარი ბუღალტერი
კურსის განმავლობაში მსმენელი შეისწავლის ბუღალტრული აღრიცხვის
სტრუქტურულ საფუძვლებს და ფინანსური ანგარიშგების პრინციპებს
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შესწავლის საგადასახადო
კანონმდებლობას, გადასახადებსა და მის გაანგარიშებას, გაეცნობიან მეწარმეთა
შესახებ კანონს, შრომის კოდექსსა და შეისწავლიან საბუღალტრო პროგრამა
ორისში მუშაობას მთავარი ბუღალტრის დონეზე.
კურსის შედეგად მსმენელი გამოიმუშავებს ბუღალტრული წარმოების
უნარებს, დამოუკიდებლად შეძლებს სამეურნეო ოპერაციების ასახვას
,შეძლებენ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად.
კურსის დამთავრების და პრაქტიკის გავლის შემდეგ მსმენელს
შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში მთავარი
ბუღალტრის თანამდებობაზე.